მისიის ხელმძღვანელის ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა წაუკითხა ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს. მან განმარტა თუ როგორ შეაქვს მისიას წვლილი სტაბილურობაში საქართველოში და უფრო ფართო რეგიონში, 14 წლის წინ მისის საქმიანობის დაწყების შემდეგ. ელჩმა შჩიგელმა ასევე მიმოიხილა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა, ხაზი გაუსვა მისიის როლს ადგილზე მართვადი სტაბილურობის კუთხით. ლექცია გაგრძელდა აქტიური კითხვა-პასუხით, რომლის დროსაც სტუდენტებმა მისიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ კითხვების დასმის შესაძლებლობა გამოიყენეს. ლექციის სრული ვერსია იხილეთ ქვემოთ: