სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - უნიკალური შესაძლებლობა ჟურნალისტებისთვის

გამარჯვებული ჟურნალისტი მიიღებს სტიპენდიას და  ერთი თვით გაემგზავრება ლონდონში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის სათავო ოფისში, კავკასიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

რა არის მშვიდობის ჟურნალისტიკა?
ეთიკური, სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქება, რომელიც სცდება მოვლენათა მარტივი ბიოპოლარული ინტერპრეტირების ფარგლებს და მტრულად განწყობილ მხარეთა ვიწრო შეხედულებებს. ასეთი ჟურნალისტიკა ხელს უწყობს კონფლიქტით გახლეჩილ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას.

ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა?
პროფესიონალ ჟურნალისტებს, რედაქტორებს, ბლოგერებს, ონლაინ გამოცემებს საქართველოს ყველა რეგიონიდან შეუძლიათ 2018 წლის 15 ოქტომბრამდე წარადგინონ ქართულ, ინგლისურ, რუსულ, აფხაზურ ან ოსურ ენებზე მომზადებული ბეჭდური ან აუდიო-ვიზუალური ნამუშევრები - გამოქვეყნებული 2017 წლის 2 ნოემბრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში.

რა უნდა გააკეთო მონაწილეობის მისაღებად?
წარმოადგინე ჟურნალისტური ნაშრომი 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. შეფასებისას ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს: ბალანსი, ნეიტრალურობა, თემასთან შესატყვისობა, მედიის საშუალებით მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობა, კონფლიქტის გაშუქებისას ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა.

 მეტი ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: http://www.euprizejournalism.ge/

 
 
 
Follow Us
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ


პატრულირების ერთი დღე მისიასთან ერთად

მისიის ხელმძღვანელი მაესტრო ტვ-ს ესაუბრება


მისიის ხელმძღვანელი ALIQ.GE-ს ესაუბრება


მისიის ხელ   მძღვა   ნელი   გორის ტვ-ს ესაუბრება


მისიის ხელმძღვანელი ა.რ. ჭარის მთავრობის   თავმჯდომარეს შეხვდა


იმედი ტვ EUMM/  HALO Trust-ის თანამშრომლობის შესახებ
 

იბერია ტვ მისიის   პატრულირების შესახებ


საზმაუს რეპორტაჟი მისიის ცხელი ხაზის შესახებ 


მისიის მოქმედი ხელმძღვანელი      საზმაუს ესაუბრება


გადამკვეთი პუნქტების დაკეტვა


განახლებული მონაცემები    მისიის შესახებ