მისიის ხელმძღვანელი
ელჩი მარეკ შჩიგელი, 2020 წლის მარტიდან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია.

1993 წლიდან, ელჩი შჩიგელი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ის მუშაობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საკითხების სპეციალისტად, კონფლიქტების პრევენციის საკითხების სპეციალისტად, ეუთოს განყოფილების უფროსად და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. ის იყო სტოკჰოლმში, პოლონეთის საელჩოში პოლიტიკური საკითხების მეორე მდივანი, ვენაში, ეუთოში და გაეროს ოფისში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.  2011 წლიდან 2015 წლამდე, ის იყო პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი რუმინეთში. 2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მარტამდე, ის იყო უსაფრთხოების ახალი გამოწვევების და საფრთხეების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი და საერთაშორისო კიბერ-პოლიტიკის კოორდინატორი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სხვა თანამდებობებთან ერთად, 2009-2011 წლებში, ელჩი შჩიგელი მუშაობდა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პროცესში პოლონეთის მთავარ კოორდინატორად და გაყოფადი მასალების წარმოების შეწყვეტის ხელშეკრულების გაეროს მაღალი დონის ექსპერტთა მოსამზადებელი ჯგუფის წევრად (2017-2018). 2017-2018 წლების პერიოდში, ელჩი შჩიგელი დაინიშნა ბალისტიკური რაკეტების გავრცელების წინააღმდეგ, ჰააგის ქცევის კოდექსის თავმჯდომარედ.  2017 წლიდან, 2020 წლამდე,  ის იყო ჰელსინკიში, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპის მოწინავე გამოცდილების, ხელმძღვანელ საბჭოში პოლონეთის ნაციონალური წარმომადგენელი/წევრი.
ელჩ შჩიგელს აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და სამართალში. 2015 წელს ის დაჯილდოვდა ნაციონალური ორდენის დიდი ჯვრით, რუმინეთის ერთგული სამსახურისთვის.


მისიის ყოფილი ხელმძღვანელები:

          ბ-ნი. ერიკ ჰოეგი, დეკემბერი 2017- დეკემბერი 2019
ბატონი კიასტუტის იანკაუსკასი 2014 წლის დეკემბერი - 2017 წლის აგვისტო
ბატონი ტოივო კლაარი 2013 წლის სექტემბერი - 2014 წლის დეკემბერი
ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი 2011 წლის ივლისი - 2013 წლის ივნისი
ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი 2008 წლის ოქტომბერი - 2011 წლის აპრილი


Follow us on social media