გაიცანით ჩვენი დამკვირვებლები

ვიმედოვნებ მომავალში საქართველოს სრული მოსახლეობა შეძლებს კარგი ცხოვრებით ცხოვრებას. შეზღუდვების, შიშების ან საფრთხეების გარეშე ...

08.08.2019

კლაუდია ბოკი, გერმანია

მე მეორედ ვარ საქართველოში. პირველად 2016/2017 წლებში ვმუშაობდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისში და ახლა 2019 წლის აპრილიდან ბედნიერი ვარ გორის რეგიონალურ ოფისში მუშაობით.  მე ვთვლი პრივილეგიად საქართველოში მისიაში  მეორედ ჩამოსვლის შესაძლებლობას და მადლობელი ვარ ამისთვის. მუშაობა საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიონალ კოლეგებთან  რომელთაც ყველას სხვადასხვა გამოცდილება აქვთ (სამოქალაქო, პოლიციური, სამხედრო)   დიდი სარგებლის მომტანია პირადად ჩემთვის და ასევე კიდევ უფრო მეტს სძენს მისიას. განსხვავებული კულტურული, პირადი და პროფესიული გამოცდილების მქონე თითოეული ადამიანი  ქმნის უფრო ფართო ხედვას სხვადასხვა საკითხზე და გეხმარება საუკეთესო შესაძლებელი შედეგის მიღწევაში.

2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეაქვს წვლილი საქართველოში არსებული ვითარების სტაბილიზიციასა და ნორმალიზებაში. მნიშვნელოვანია შეიქმნას უსაფრთხო გარემო ადამიანების მშობლიურ ქვეყანაში რათა არავის მოუწიოს საკუთარი სახლის დატოვება კონფლიქტის ან არასტაბილურობის გამო.

მე როგორც დამკვირვებელი, მუდმივად ვესაუბრები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ვუსმენ მათ პრობლემებს, წუხილებს, და სურვილებს. საქართველო მათი სამშობლოა და მათი ერთადერთი სურვილია იცხოვრონ იქ ნორმალური, კარგი ცხოვრებით.

საქართველო უმდიდრესი ბუნების და კულტურის მქონე ქვეყანაა. იმედი მაქვს მომავალში საქართველოს სრული მოსახლეობა შეძლებს კარგი ცხოვრებით ცხოვრებას შეზღუდვების, შიშების ან საფრთხეების გარეშე. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის და ზუსტად ამისათვის ვარ აქ მისიაში

 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება