გაიცანით ჩვენი დამკვირვებლები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საქმიანობა გამოწვევებთან არის დაკავშრებული, ასევე, საშუალება გაქვს ურთიერთობა გქონდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან

08.05.2015
გეორგიოს ლეკაკისი, 56, საბერძნეთი.

მე საბერძნეთის პოლიციაში თადარიგის ბრიგადის გენერალი ვარ. 35 წლის განმავლობაში ვმსახურობდი სხვადასხვა თანამდებობებზე, რომელიც ძირითადად იმიგრაციის, სასაზღვრო პოლიციისა და ზოგადი მენეჯმენტის საკითხებს ეხებოდა.

ჩემი პირველი საერთაშორისო მისია ალბანეთში იყო, სადაც 1998 წელს დასავლეთ ევროპის კავშირის საზოგადოებრივი წესრიგის საკითხების ინსტრუქტორად ვმსახურობდი. მოგვიანებით, ოთხი წლის განმავლობაში, სარაევოში, ბოსნიაში გაეროსა და ევროკავშირის პოლიციის მისიაში ვმუშაობდი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩამოსვლამდე  2008-2009 წლებში სასაზღვრო პოლიციის მრჩეველი ვიყავი ოდესაში, უკრაინაში.

თექვსმეტი წელია რაც დაქორწინებული ვარ ილიანაზე და გვყავს სამი ვაჟი, დემოსთენე, სტამატისი და ალექსანდრე. ძირითადად დაინტერესებული ვარ მოგზაურობით, სპორტით და ასევე მსურს ჩემი კულტურული და ისტორიული თვალსაწიერის ისტორიული წიგნების კითხვით გაფართოება. ყოველი მისია მაძლევს საშუალებას ახალ ადგილებსა და კულტურას გავეცნო. გარდა ამისა, ჩემს ოჯახს უყვარს ჩემი სტუმრობა იმ ქვეყნებში, სადაც ვმუშაობ და შესაბამისად, ისინი საქართველოშიც არიან ნამყოფი. შვილებისთვის ჩემი სამუშაო გარემოს გაცნობა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ახალი ადამიანების გაცნობა ძალიან დიდი გამოცდილება და უპირატესობაა. მჯერა, რომ, იმისათვის, რომ წარმატებით შეძლო მისიებში მუშაობა, საჭიროა მოთმინება და მულტიკულტურულ, საერთაშორისო გარემოში ადვილად ადაპტირება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში დამკვირვებლად 2013 წლის თებერვალში დავიწყე მუშაობა. თავიდან ადმინისტრაციული საზღვრის საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ვიყავი და მოგვიანებით შესაბამისობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფში განვაგრძე საქმიანობა. მე ძალიან მომწონს ჩემი დღევანდელი თანამდებობა და ვთვლი, რომ ეს ჩემს გამოცდილებას შეესაბამება. ჩემი საქმიანობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ პოლიციის ქვედანაყოფებთან პრფესიული, მეგობრული მიდგომით მათთან ვიზიტებს და ურთიერთობას მოიცავს. გარდა ამისა, მე ვარ გენდერული საკითხების ჯგუფის საკონტაქტო პირი, რაც საშუალებას მაძლევს დავინახო მისიის ყოველდღიურ სამუშაო გარემოში გენდერულ საკითხებზე განხორციელებული საქმიანობის სხვადასხვა ძალიან საინტერესო ასპექტი.

თვალში მომხვდა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე ბევრ სოფელში ძალიან ცუდი საცხოვრებელი პირობებია. ხშირად ვწუხვარ, როდესაც ვხედავ, როგორ ცდილობენ ითამაშონ და გაერთონ ბავშვები არსებულ ყოველდღიურობაში და როგორ ცხოვრობენ მოხუცები სოფლებში მკაცრ პირობებში.

ჩემი ორწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე მე მაინც მჯერა, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მეგობარია, რომელთანაც მათ შეუძლიათ ყოველდღიურად იურთიერთონ და რომელსაც მათთვის უსაფრთხოების შეგრძნება და მომავლის იმედი მოაქვს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საქმიანობა გამოწვევებთან არის დაკავშრებული და ასევე საშუალება გეძლევა ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გქონდეს. მისიაში საქმიანობა გეხმარება დაინახო, როგორ მოსდევს ომის პერიოდს ყოველდღიური ცხოვრება და ასევე შესაძლებლობა გაქვს ეწვიო ქალაქგარეთ უზადო სილამაზის მქონე ადგილებს, შეისწავლო ადგილობრივი ადათ-წესები და იმ ისტორიული ერის კულტურა, რომელიც ცდილობს მოიშუშოს წარსულის იარები და ევროკავშირისკენ თავისი გზა იპოვოს.
Follow us on social media