იაანა ნაპა, ესტონეთი
პირველად საქართველოში 1988 წელს თანაკლასელებთან ერთად ჩამოვედი. იმ დროს ესტონელებისთვის ძალიან პოპულარული იყო აქ დღესასწაულების გატარება. ჩვენს ორ ქვეყანას ძალიან ახლო კავშირები აქვს, რაც ათწლეულების განმავლობაში გრძელდება.
მოგვიანებით, თითქმის ერთი თვე აფხაზეთში, ეთნიკურად ესტონურ სოფელ სალმეში გავატარე. როდესაც 2013 წელს გამოვიდა კინოაკადემიის 87-ე დაჯილდოვებაზე საუკეთესო უცხოური ფილმებისთვის ნომინაციაში წარდგენილი ქართულ-ესტონური ფილმი "მანდარინები", მან ჩემი მოგონებები აღძრა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყების გადაწყვეტილებაში წვლილი შეიტანა. მისიაში 2014 წლის ოქტომბერში მცხეთის რეგიონალურ ოფისში დამკვირვებლად ჩამოვედი.
ჩემი პირველი პროფესიული საერთაშორისო გამოცდილება 1997 წელს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში გაეროს სამოქალაქო საპოლიციო მისიაში მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მხოლოდ ექვსი თვით ვიყავი წარგზავნილი, სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში (გაერო, ეუთო, ევროკავშირი) 18 წელი ვიმუშავე. მისიებში ძირითადად უსაფრთხოების სექტორის რეფორმისა და ტრენინგის საკითხებზე ვმუშაობდი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩემი კოლეგები სხვადასხვა ეროვნებას და კულტურას წარმოადგენენ, განსხვავებული პროფესიონალური გამოცდილება აქვთ და ეს მისიის მუშაობას ამრავალფეროვნებს. შედეგების მისაღწევად გუნდური მუშაობა არის საჭირო. მცხეთის რეგიონალურ ოფისში ადამიანის უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული საზღვრის საკითხებზე მომუშავე ჯგუფების ლიდერად მუშაობისას, გავიგე, თუ როგორც აყალიბებს გუნდური გარემო ისეთ მეგობრობას, რომელიც მისიის მიღმაც გრძელდება.
გასული წლის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში შესაძლებლობათა გაძლიერების კოორდინატორად ვმუშაობდი. ჩემს ქართველ კოლეგა ლელასთან ერთად, ჩვენ შიდა და გარე ტრეინინგ კურსებს ვაკოორდინირებთ და მისიის ახალი თანამშრომლებისთვის მისიაში მუშაობის გაცნობით ტრენინგს ორგანიზებას ვუწევთ. ბევრი მისიის წევრი უკვე მისიებში მუშაობის დიდი გამოცდილებით მოდის, ხოლო სხვებისთვის კი ეს მათი პირველი საერთაშორისო მისიაა. მათი გამოცდილების მიუხედავად, მისიის ყველა წევრი ამ ტრენინგში მონაწილეობს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის გასაცნობად. როგორც კურსის ფასილიტატორს, მე მომწონს როდესაც მონაწილეები თავიანთ გამოცდილებას და აზრებს ერთმანეთს უზიარებენ, რადგან ეს ერთობის განცდას ქმნის და სწავლების დადებითი გარემოს შექმნას ხელს უწყობს. ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც ერთმანეთისგან რომ ვისწავლოთ.