გაიცანით ჩვენი დამკვირვებლები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პატრულირებს ხალხისთვის

04.06.2018

ჯერომ ჰეტცელი, გერმანია       

2017 წლის შუა რიცხვებში ჩამოვედი საქართველოში, ღია გულითა და გონებით ჩემი მომავალი საქმიანობისადმი. ადრე საერთაშორისო გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა საზღვარგარეთ მემუშავა. საქართველო ჩემი პირველი საერთაშორისო საქმიანობის გამოცდილებისათვის მესახებოდა, როგორც კარგი არჩევანი. მას შემდეგ რაც გავიდა 6 თვეზე მეტი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი არჩევანია, რადგანაც თავიდანვე ვიგრძენი რომ კარგად მიმიღეს.      

14 წლის წინ, როცა  პატრულის თანამშრომლად პოლიციაში დავიწყე მუშაობა, ძალიან მალე გავიგე, რომ ყველაფერი დამოკიდებულია გუნდურ მუშაობასა და სულისკვეთებაზე და თუ მოთმინების უნარი გაგაჩნია საუკეთესო შედეგს მიიღებ. ამ ყველაფერს მივხდი დამკვირვებლის საქმიანობის შესრულებისას, როდესაც გორის რეგიონალური ოფისიდან ჩვენ სამხრეთ ოსეთთან მდებარე ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს პატრულირებას ვახორციელებდით.

ხშირად გვიწევს რთული პატრულირების შესრულება, მაგრამ ვგრძნობ რა ფასდაუდებელია ჩვენი საქმიანობა, როდესაც ვიცი რამდენად აფასებს ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენს პატრულირებას. ადგილობრივი მოსახლეობა მოხარულია, როდესაც გვხედავს პატრულირებისას, ვინაიდან ისინი უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს  და  შესაბამისად ეს მათ ცხოვრებას აუმჯობესებს. ამ მრავალეროვნულმა მისიამ, რომელიც წარმოდგენილია  ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სხვა და სხვა გამოცდილების მქონე ექსპერტებით შეემატა ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ახალი განზომილება. ამ მიღებულ გამოცდილებას გერმანიაში დაბრუნებისას გამოვიყენებ. 


 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება