ახალი ამბები და სტატიები

მედიის როლი კონფლიქტის პრევენციაში

06.04.2009
გასულ კვირას, ბრიუსელში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობა დაესწრო საინტერესო და ინფორმატიულ კონფერენციას, რომელიც ეხებოდა მედიის როლს კონფლიქტის პრევენციაში. ორდღიანი კონფერენცია მოეწყო  ევროპული კოლეჯის ფონდისა და ფოლკე ბერნადოტეს აკადემიის მიერ და ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის, ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპული მშვიდობის მშენებელი ურთიერთმოქმედების ოფისისა და ბონ ნეტვერკის ხელშეწყობით.

სხვადსხვა საერთაშორისო და ეროვნული კონფლიქტების გამწვავების დროს მედია  მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსახლეობის მობილიზაციის საქმეში. მაგრამ, ამავე დროს აღსანიშნავია, რომ მედიას  არანაკლებ მნიშვნელოვანი როლის შესრულების პოტენციალი გააჩნია კონფლიქტის პრევენციასა და განმუხტვაში და ასევე მხარეებს შორის შერიგების მიღწევის საქმეში. ამ ფაქტმა ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისის მენეჯმენტის სტრატეგიაში ეტაპობრივად ჰპოვა ასახვა.

აღნიშნულმა კონფერენციამ ერთად შეკრიბა რიგი მაღალი დონის ექსპერტები საერთაშორისო მისიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ასევე მედიის წარმომადგენლები ,  რათა მიღწეულიყო კონფლიქტის პრევენცია, მშვიდობის მშენებლობა და ევროკავშირის მედიატორული ქმედებების გაუმჯობესებული მხარდაჭერა. ასევე,  მომხდარიყო ყველა მონაწილის მიერ ურთიერთთანამშრომლობის პირობების შესწავლა  და  გაუმჯობესება საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების და გაკვეთილების გაცნობის და გაზიარების გზით.

შეხვდერამ დაასკვნა, რომ არსებობს რიგი ძირითადი ფაქტორები, იმისათავის რომ მედიამ კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის საქმეში თავისი მნიშვნელოვანი როლის თამაში შეძლოს. ესენია:
•    მედიის დამოუკიდებლობა, ჩარევებისა და კორუფციისაგან გათავისუფლება;
•    მედიის მიუკერძოვებლობა და ანგარიშვალდებულება თავისი საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვის გზით;
•    მედია, რომელსაც გააჩნია სწორი იარაღი და აღჭურვილობა, პროფესიონალი თანამშრომლებითა და კარგი მენეჯმენტით, რათა ეფექტურად შეასრულოს დაკისრებული როლი;
•    მედია ინდუსტრია, რომელიც აგებულია ხარისხიან შედეგზე და არა უბრალოდ, რაოდენობაზე;
•    ადგილობრვი და ეროვნული მედიის ეფექტური საერთაშორისო  მხარდაჭერა, რაც ქვეყნის გათვალისწინებით აისახება მათ შეხედულებებზე, ენასა და კულტურაზე;
•    ყველა მონაწილეს შორის ნდობის გამყარება, რომლებიცაა საერთაშორისო, ეროვნული, არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე, ადგილობრივი ინსტიტუტები და მედია;
•    სამოქალაქო კავშირებთან შეთანხმებული მუშაობის გაზრდა;
•    მედიის ყველა საშუალების ეფექტურად გამოყენება, როგორიცაა ახალი მედია, საზოგადოებრივი კავშირები,  მობილური ტელეფონები და ყველა შესაძლო სატელევიზიო პროგრამები - სერიალები, დოკუმენტური და დრამატული  მხატვრული ფილმები და სხვა.



Follow us on social media