ახალი ამბები და სტატიები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

07.04.2009
7 აპრილს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პრეზიდენტ ჯონ ტანერის ხელმძღვანელობით სტუმრად ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, გენერალ ჟილ ჟანვიეს შეხვდა. დელეგაციას საშუალება ჰქონდა მოესმინა მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ და გაცნობოდა მოსაზრებებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომავალი სტაბილიზაციის ღონისძიებების თაობაზე .

გენერალმა ჟანვიემ სტუმრებს გააცნო იმ პროგრესის შესახებ, რაც მისიის მიერ დღევანდლამდე იქნა მიღწეული; მათ შორის: გასულ ოქტომბერს რუსეთის სამხედრო ძალების ადმინისტრაციული საზღვრის იქეთ გადაწევის, აგვისტოს კონფლიქტისას იძულებით გადაადგილებული პირების დიდი ნაწილის უკან დაბრუნების, საქართველოს შინაგან და თავდაცვის სამინისტროებთან გაფორმებული უერთიერთგაგების მემორანდუმებისა და თებერვალში ჩატარებული რეგიონალური ოფისების რეკონფიგურაციის შესახებ. მან ასევე ისაუბრა მომავალი გამოწვევების თაობაზე პერევსა და ახალგორში არსებული მდგომარეობის ჩათვლით; აგრეთვე ისაუბრა რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებთან მოლაპარკებათა განსაზღვრული ფორმატის უკმარისობის შესახებ და ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს თავდაცვითი პოზიციების გამაგრებისა და ინციდენტთა პრევენციის მექანიზმის, რომელიც თებერვალში ჟენევაში ყველა მხარის მიერ იქნა შეთანხმებული, განხორციელბის თაობაზე.

ნატოს ჯგუფი მიესალმა ამომწურავ და ლაკონურ ბრიფინგს და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმატებული საქმიანობისადმი ნატოს სრული მხარდაჭერა.




Follow us on social media