ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თითოეულ რეგიონალურ ოფისში გამართულ მედლების გადაცემის ცერემონიაში ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე დაესწრო ადგილობრივი მედია და ღონისძიება როგორც ადგილობრივ ასევე ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ მედია საშუალებებში ვრცლად გაშუქდა.
დამკვირვებლებისათვის სამახსოვრო ღონისძიების გარდა, ცერემონიამ რეგიონალური ოფისებისათვის კიდევ ერთი საშუალება წარმოშვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და კიდევ ერთხელ ცხადყო ის პოზიტიური განწყობა, რომლითაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სარგებლობს.
მედლების გადაცემის ცერემონია სათაო ოფისის თანამშრომლებისათვის ხუთშაბათს, 25 ივნისს გაიმართება.