ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) რეგიონალურ ოფისებს აძლიერებს

18.09.2009

ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (ესმი) რეგიონალური ოფისების ქსელი გააძლიერა. 15 სექტემბრიდან, მისია სამი რეგიონალური ოფისის მეშვეობით მოქმედებს. დამატებით, პასუხისმგებლობის არეალის სრულად დასაფარად, მისია სამ წამყვან საოპერაციო ბაზას აარსებს. შედეგად, მისიის საოპერაციო ეფექტიანობის მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად, თანამშრომლებისა და რესურსების უფრო უკეთეს კონცენტრაციას ექნება ადგილი.

მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, ახლახანს განაცხადა:

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, გასული წლის 1 ოქტომბერს, პატრულირების დაწყების შემდეგ, დიდ პროგრესს მიაღწია. მიუხედავად ამისა, მრავალი გამოწვევა კვლავ რჩება, როგორიც არის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, კონკრეტულ რეგიონზე მოქმედი ინციდენტები, იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე მდგომარეობა.

ადგილზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში საოპერაციო საქმიანობისას შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, მისიამ გადაწყვიდა შეეცვალა რეგიონალური ოფისების ქსელი, რათა უფრო მეტად გაეძლიერებინა მისი შესაძლებლობები და ეფექტიანობა“.

სამოქალაქო მისიას 252 თანამშრომელი ჰყავს, სამოქალაქო, საპოლიციო და სამხედრო სამუშაო გამოცდილებით. ისინი განაწილებულნი არიან სამ რეგიონალურ ოფისში, რომლებიც მცხეთაში, გორში და ზუგდიდში მდებარეობს. დამკვირვებლები მუშაობენ ჯგუფებში, რომლებიც შემდეგ სამ ფუნქციურ სფეროზე ახდენენ ფოკუსირებას:

ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორია და ნდობის აღდგენა - ჯგუფები იმუშავებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიდებარე ტერიტორიებზე, რათა დააკვირდნენ უსაფრთხოების მდგომარეობას და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. ჯგუფები ასევე  ქალების, კაცებისა და ბავშვების ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შესახებ წარადგენენ ანგარიშს და კონფლიქტის მხარეებს შორის კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობას შეუწყობენ ხელს.
შესაბამისობა - ჯგუფები ასევე დაათვალიერებენ  სამხედრო პუნქტებისა და საკანონმდებლო ორგანოების შენობებს, რათა  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს შინაგან და თავდაცვის სამინისტროებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმების შესრულება უზრუნველყონ.
ადამიანის უფლებები/ჰუმანიტარული საკითხები -    ჯგუფები კონცენტრაციას მოახდენენ ჰუმანიტარულ საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე, იმ პირების მდგომარეობის ჩათვლით, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს (და ასევე ძველი) კონფლიქტების შეგად გახდნენ იძულებით გადაადგილებულები და ისინი, რომლებიც გორის ჩრდილოეთით, ყოფილ ბუფერულ ზონაში დაბრუნდნენ.

რეგიონალური ოფისების ახალი შემადგენლობა:

მცხეთა (თბილისთან ახლოს) – 64 თანამშრომელი, 2 ჯგუფი - 1 შესაბამისობა, 1 ადამიანის უფლებები/ჰუმანიტარული საკითხები
გორი (სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად) – 112 თანამშრომელი, 4 ჯგუფი - 2 ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორია და ნდობის აღდგენა, 1 შესაბამისობა, 1 ადამიანის უფლებები/ჰუმანიტარული საკითხები
ზუგდიდი (აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად) – 76 თანამშრომელი, 3 ჯგუფი - 1 ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორია და ნდობის აღდგენა, 1 შესაბამისობა, 1 ადამიანის უფლებები/ჰუმანიტარული საკითხები

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება