ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იძულებით გადაადგილებულ სკოლის მოსწავლეებს შექსპირის მაკბეტზე იწვევს

10.11.2009

ცნობიერების ამაღლებისა და მისი საქმიანობის მიმართ ნდობის გაძლიერების მიზნით, 6 ნოემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (ესმი) კოდის, წინამძღვრიანთკარისა და საგურამოს დასახლებებიდან 100 სკოლის მოსწავლე შექსპირის „მაკბეტზე“ მიიწვია. პიესა წარმოდგენილი იყო თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში.
მოსწავლეებთან ერთად, პიესას საქართველოს მთავრობისა და ესმის თანამშრომლები დაესწრნენ. ღონისძიებამ წარმატებით განსაკუთრებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობის მეშვეობით ჩაიარა.
ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში და ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგის გასაღრმაველბად, მისია კვლავ შეეცდება მსგავსი ღონისძიებების მოწყობას საქართველოს ქალაქებისა და სოფლების მასშტაბით.

Follow us on social media