ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (ესმი) ეწვივნენ

16.11.2009
12-13 ნოემბერს, ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (ესმი) ეწვივნენ. ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში მისიის ხემძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა, მისმა მოადგილემ ჟილ ჟანვიემ და მისიის განყოფილებების სხვა უფროსებმა დელგაციას ესმის საოპერაციო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩები ესმის სადამკვირვებლო ჯგუფს ასევე ვაზიანის სამხედრო ბაზისა და წეროვანის, საგურამოს, წილკანისა და მუხრანის დევნილების დასახლებების მოსანახულებლად ახლდნენ. ამასთან, მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა და შვედეთის ელჩმა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში და ამავე კომიტეტის თავჯდომარემ ოლოფ სკუგმა, მისიის სათაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

„მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში არსებულ მისიებს შორის. სრულიად ცხადია, რომ კონფლიქტურ ზონებში უსაფრთხოება არ არის გარანტირებული და შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სტაბილიზაციის ხელშეწყობის პროცეში 2008 წლის ომის შემდგომ. მისიის საქმიანობამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მისია ვერ ახორციელებს მის მანდატის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე,“ - განაცხადა ელჩმა სკუგმა.

ვიზიტის მეორე დღის ფარგლებში დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმასპინძლა. მასთან გამართული შეხვედრის გარდა, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩები საქართველოს პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასა და თბილისში აკრედიტებულ ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ. ამასთან, დელეგაციას ინფორმაცია ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მიაწოდეს.

Follow us on social media