ახალი ამბები და სტატიები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ მე-9 შეხვედრის განხილვის საკვანძო საკითხებს წარმოადგენდა სავარაუდო ინციდენტების განხილვა და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა

18.11.2009

17 ნოემბერს გალში ქართული, აფხაზური, რუსული მხარეების  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაეროს ეგიდით გამართულ მეცხრე შეხვედრას დაესწრნენ.

კონსტრუქციულ ატმოსფეროში მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი სავარაუდოდ მომხდარი ინციდენტები და ერთმანეთს გაუზიარეს საჭირო განმარტებები, ამასთანავე მათ განმეორებით გამოხატეს ღრმა შეშფოთება.

კიდევ ერთხელ გამოთქმული იყო მოსაზრებები და განხილულ იქნა დეტალები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების კერძო შემთხვევებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის არსებული და მომავალი პროცედურები და მათი განხორციელება, მოხდა ინფორმაციის გაცვლა.  

აღნიშნული განხილვები მიმდინარე პროცესის გამჭვირვალეობას ასახავს.
 
მომდევნო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში, 2009 წლის 9 დეკემბერს.




Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება