ახალი ამბები და სტატიები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გალში გამართულ მე-10 შეხვედრის საკვანძო საკითხებს წარმოადგენდა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის სავარაუდო ინციდენტების განხილვა და ცხელი ხაზის ფუნქციონირების გაუმჯობესება

14.12.2009


მეათე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაიმართა 8 დეკემბერს 2009 გალში. გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ქართული ხელისუფლების, დე ფაქტო აფხაზეთის, რუსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

კონსტრუქციულ ატმოსფეროში მონაწილეებმა განიხილეს ბოლოდროინდელი ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ინციდენტები და ერთმანეთს გაუზიარეს განმარტებები პროცედურებზე და მათი განხორციელების თაობაზე.

განსაზღვრული იქნა ცხელი ხაზის ფუნქციონირების გაუმჯობესების გზები იმასათვის რომ ამ ოპერატიულმა საშუალებამ ხელი შეუწყოს მხარეებს შორის გაუმჯობესებულ კომუნიკაციას.

მხარეებმა აგრეთვე წამოაყენეს უპილოტო საფრენი აპარატების სავარაუდო გადაფრენების საკითხი, ამავდროულად მოუწოდებდნენ ასეთი ქვედებების შეწყვეტისადმი კონფრონტაციის თავიდან ასაცილოებლად.

კიდევ ერთხელ მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები და დეტალები ბოლოდროინდელი შავ ზღვაზე მომხდარი ინციდენტების თაობაზე.

მომდევნო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში, 2010 წლის 20 იანვარს.

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება