ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელი შეხვედრას მართავს პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან

30.11.2009

ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა გასულ პარასკევს გამართა შეხვედრა პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან.

შეხვედრაზე ელჩმა ჰაბერმა მოკლედ ისაუბრა მისიის მიღწევებზე და მომავალ ამოცანებზე. სხვა განხილული საკითხები ეხებოდა საერთო უსაფრთხოების მდგომარეობას, განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა მისიის საქმიანობას და მის მომავალ საქმიანობაში მხარდაჭერის გარანტია მისცა.

ამჟამად  მისიაში იმყოფება პოლონეთის 23 თანამშრომელი.

Follow us on social media