ახალი ამბები და სტატიები

პოლონეთის დელეგაცია ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას

01.03.2010
1 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ანჟეი კრემერის ხელმძღვანელობით ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს.

მისიის ხელმძღვანელთან, ელჩ ჰანსიორგ ჰაბერთან შეხვედრაზე დელეგაციას გააცნეს მისიის მანდატი, მიმდინარე საქმიანობა, მიღწევები და გამოწვევები.

დელეგაციამ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა რეგიონში ევროკავშირისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამომავლო როლთან ისევე როგორც რეგიონში კონფლიქტის მოგვარების სფეროში მომავალი პროგრესის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

პოლონეთს წარმოადგენს 24 თანამშრომელი, რომელთა შორის 20 გამოგზავნილი დამკვირვებელია, რაც არის მისიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა.


Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება