ახალი ამბები და სტატიები

საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოქმედებაში ნახეს

07.11.2010
კვირას, 7 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის, ჟურნალისტიკისა და სოციოლოგიის ფაკულტეტების 16 სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სადამკვირვებლო ჯგუფის მუშაობაში და საკუთარი თვალით ნახა მისიის საქმიანობა.

დილით ადრე შეკრების შემდეგ, ისინი თავიდან ეწვიენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალურ ოფისს, სადაც მიიღეს ყოვლისმომცველი ინფორმაცია მისიის საქმიანობის და, კერძოდ, მისიის ყველაზე დიდი ოფისის 100-ზე მეტი თანამშრომლის მუშაობის შესახებ.

პრეზენტაციის შემდეგ, სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა დამკვირვებელთა ჰუმანიტარული ჯგუფის მუშაობაში სოფელ შინდისში. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ დამკვირვებელთა საუბარს ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯანდაცვის სფეროში მომსახურების ხელმისაწვდომობის, ასევე სხვა ყოველდღიური პრობლემებისა და საკითხების შესახებ. ასევე იყო დასმული  სარწყავი წყლის ნაკლებობის საკითხი, რაც წელს ფერმერებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა. სტუდენტებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარში და დამკვირვებელთა საქმიანომის ნახვის საშუალებით გაეცნოთ რეგიონის პრობლემები.

სტუდენტებმა ასევე რამდენიმე ახალი ახლომდებარე ობიექტი მოინახულეს, მათ შორის სასაწყობე მაცივარი ადგილობრივად მოყვანილი ხილისა და ბოსტნეულისთვის, რომელიც აშენდა როგორც საქართველოს მთავრობის ინტეგრირებული სოციალურ ეკონომიკური ზონის პროექტის ნაწილი. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო დონორების მიერ.

სადამკვირვებლო საქმიანობის დასასრულს, სტუდენტებმა მოინახულეს მემორიალი შინდისთან ახლოს და მოისმინეს ადგილობრივი მაცხოვრებლების ისტორიები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის პერიოდში მათ სოფელში განვითარებული მოვლენების შესახებ.  

სადამკვირვებლო საქმიანობის პროცესში სტუდენტები იყვნენ დაინტერესებულნი და ენთუზიაზმით აღსავსე, დასვეს ბევრი შეკითხვა მისიის და მისი მუშაობის შესახებ. ასეთი, აქამდე პირველი, ღონისძიება ქართველი სტუდენტებისთვის აღმოჩნდა უაღრესად წარმატებული და მისია შეეცდება მსგავსი ღონისძიებების მომავალშიც ორგანიზებას.

Follow us on social media