ახალი ამბები და სტატიები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 25 ნოემბერს გალში გამართულ ოცდამესამე შეხვედრაზე სხვა საკითხთა შორის განხილული იყო ბოლოდროინდელი ინციდენტები და ზოგადი უსაფრთხოების მდგომარეობა

27.11.2010

ხუთშაბათს 25 ნოემბერს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაეროს თავმჯდომარეობით გამართულ ოცდამესამე შეხვედრას დაესწრნენ რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, ბ-ნ გარი ჯოპუას გაუჩინარების და მისი შემდგომი განთავისუფლების ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე განიხილეს 2007 წლიდან გაუჩინარებული ბ-ნ დავით სიგუას საკითხი. შეხვედრაზე განხილული იყო საერთო უსაფრთხოების მდგომარეობა სხვადასხვა პირებთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად. უფრო მეტიც, თავმჯდომარის მიერ წამოყენებული იდეები, თუ როგორ უნდა მოხდეს რეაგირება ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოტენციურ საკითხებთან მიმართებაში დადებითად იყო აღქმული მონაწილეების მიერ. განმეორებით გაჟღერდა ნდობის აღდგენის განხილვის გაგრძელების საჭიროება.

მონაწილეებმა ასევე განაგრძეს მსჯელობა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივ საქმიანობასთან მიმართებაში.

დისკუსიები კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა, დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკური კონოტაციის მქონე სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად.

მომდევნო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში, 2011 წლის 26 იანვარს.


Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება