ახალი ამბები და სტატიები

ზუგდიდის რეგიონალური ოფისი გიწვევთ მოუსმინoთ რადიო შოუს ყოველ ოთხშაბათს საღამოს

02.09.2010

1 სექტემბერს, ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა დაიწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რადიო შოუს გადაცემა რადიო ოდიში პლიუსის ტალღებზე ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 6 საათზე.

ყველა გადაცემა შეიცავს ზოგადი ახალი ამბებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ამბების ნაზავს, ასევე ინტერვიუებს მისიის წევრებთან, სამშვიდობო პროცესში ჩართულ პირებთან და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან. რადიო შოუ მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

შემოგვიერთდით - მოუსმინეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისის რადიო შოუს რადიო ოდიში პლიუსის ტალღებზე ყოველ ოთხშაბათს 6 საათზე!

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში