ახალი ამბები და სტატიები

ელჩი ჰაბერი ტოვებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ბრიუსელში ახალი თანამდებობის დასაკავებლად

03.05.2011
ორნახევარი წლის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ჰაბერმა დატოვა საქართველო ბრიუსელში ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურის და სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსის (CPCC) თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით. თავის დასკვნით პრესკონფერენციაზე 28 აპრილს, ელჩმა ჰაბერმა განაცხადა, რომ მისიამ ბევრ წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით სტაბილიზაციის სფეროში, მაგრამ დევნილთა საკითხი კვლავაც გადაწყვეტას მოითხოვს და თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი, ჯერ კიდევ საჭიროა ბევრი რამ გაკეთდეს 2008 წლის კონფლიქტის ყველა მხარეთა შორის ნდობის აღდგენის სფეროშიც. მისიის ახალი ხელმძღვანელი ბრიუსელში ახლო მომავალში იქნება არჩეული. ამ შუალედში, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, იუსსი სარესალო, მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.
 
Follow us on social media