ახალი ამბები და სტატიები

ლატვიის სეიმის წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვიენ

20.05.2011

2011 წლის 20 მაისს, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.

 დელეგაცია მიიღო მისიის ხელმძღვანელის ოფისის უფროსმა ბიორნ კიუნემ. მან დელეგაციას მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც ლატვიის მთავრობამ მისიის საქმიანობაში შეიტანა.

 დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია მისიის მიღწევებისა და გამოწვევების და ასევე მისი სამუშაო გარემოს შესახებ. დელეგაციის წარმომადგენლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ უსაფრთხოების მდგომარეობით კონფლიქტის ზონებში და თბილისის მიერ ადმინისტრირებული ტერიტორიის ხელისუფლების ურთიერთობით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან, ისევე როგორც კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებით. მათ ასევე ჰქონდათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისში მომუშავე ლატვიელ თანამშრომლებთან შევხვედრის და გასაუბრების შესაძლებლობა.

 დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მუდმივი მხარდაჭერა მისიის ძალისხმევისადმი შეიტანოს წვლილი ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში.

 

 

Follow us on social media