ახალი ამბები და სტატიები

თავდაცვის ატაშეების დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

23.06.2011

22 ივნისს, ანკარაში ბაზირებული ავსტრიის, ბელგიის, გერმანიის, ნიდერლანდების და ნორვეგიის თავდაცვის ატაშეების დელეგაცია ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში მათ უმასპინძლა  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციების ხელმძღვანელმა ჯერარდ ფიშერმა; მათ მიიღეს ზოგადი ინფორმაცია მისიის როლის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.

მოგვიანებით, დელეგაცია შეუერთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლების ერგნეთისა და დიდი მეჯვრისხევის მოსანახულებლად. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სადამკვირვებლო ჯგუფების მუშაობას და იმ გარემოს, სადაც ისინი მოქმედებენ. სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ უსაფრთხოებისა და მილიტარიზაციის სიტუაციით ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს და ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) საცხოვრებელი პირობებით. მათზე შთაბეჭდილება მოახდინა სტაბილურობის საერთო გაუმჯობესებამ, რომელიც მისიის დაწყების შემდეგ არსებობს.

 

Follow us on social media