ახალი ამბები და სტატიები

საზაფხულო მუსიკალური ფესტივალი გორში

28.07.2011
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) გორის რეგიონალური ოფისი მოხარულია გაცნობოთ, რომ საზაფხულო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება გორში, სტალინის მოედანზე, 2011 წლის 29 ივლისს, პარასკევს 19.00 საათზე.
ყველას ვეპატიჟებით ამ ღონისძიებაზე.
”გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ გორისა და მიმდებარე რაიონების ადგილობრივ მაცხოვრებლებს სითბოსა და გულუხვი სტუმართმოყვარეობისათვის გორის ოფისის თანამშრომლების მიმართ. თავის მხრიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი იწვევს შიდა ქართლის მთელ მოსახლეობას, მოვიდეს და შემოგვიერთდეს ამ საზაფხულო მუსიკალურ ფესტივალზე”, თქვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის უფროსმა მანფრედ მეიერმა.
ღონისძიება დაიწყება 19.00 საათზე სტალინის მოედანზე გორში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინტერაქტიული პრეზენტაციით, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ისაუბრებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან და განუმარტავენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

 შემდეგ, 20.00 საათზე ფესტივალს გახსნის ცნობილი როკ ჯგუფი NEO თბილისიდან. NEO-ს ჟღერადობას ახასიათებს ჰარმონიული ბალადები ლათინური ზეგავლენით და სწრაფი საცეკვაო როკ კლასიკა.
მეორე როკ ჯგუფი, ”რკინის რაინდი” გორიდან, 21.30 საათიდან გამოვა. ”რკინის რაინდი” საკუთარ კომპოზიციებს 70-იანი წლების სტილში ქართულ ენაზე შეასრულებს, მაგრამ ამჯერად ისინი ისეთ სიმღერებს, როგორიცაა "Smoke On The Water" და "We Will Rock You» ინგლისურადაც შეასრულებენ. ”რკინის რაინდი” გორში ცნობილი ჯგუფია, რომელმაც თავისი მოღვაწეობა თითქმის 15 წლით შეაჩერა, მაგრამ წელს მაისში კვლავ გაერთიანდა გორში 2011 წლის მაისში ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გამოსასვლელად.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საზაფხულო მუსიკალური ფესტივალი ორგანიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.
 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საზაფხულო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცისთვის მიმართეთ რენე შულტჰოფფს, გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვებელს და პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერს: +995 591 198 558.
Follow us on social media