ახალი ამბები და სტატიები

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვიზიტით ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას

01.08.2011

 27 ივლის 2011 საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის  პრეზიდენტი ვიზიტით ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (ესმი) საქართველოში. მას თან ახლდა ელჩი ურსულა დოროშევსკა და  პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

დელეგაცია მიიღო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა, ანჟეი ტიშკევიჩმა, რომლისთვისაც ეს იყო პირველი სამუშაო დღე მისიაში მას შემდეგ რაც  დაესწრო რიგ შეხვედრებს ბრიუსელში.

 დელეგაციამ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამუშაო პირობებზე. მისიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს პოლონეთის მთავრობის მიერ მისიაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.

პოლონეთის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა მისიის საქმიანობას და  წვლილს რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში.

პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი  შედგა პოლონეთის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიღებიდან ოთხი კვირის შემდეგ.

 პოლონეთი არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში წარგზავნილი  თანამშრომლების რაოდენობით რიგით მეხუთე ქვეყანა, რომელიც წარმოდგენილია 24 წევრით.

Follow us on social media