ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ევაკუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ ტექნიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

05.09.2011
2011 წლის 5 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა ნოდარ ხარშილაძემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა ანჟეი ტიშკევიჩმა ხელი მოაწერეს ტექნიკურ შეთანხმებას (TA), რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში მისიის დაფარვის შორეული რეგიონებიდან მისიის პერსონალის ვერტმფრენით სამედიცინო ევაკუაციას. შემდგომი ტექნიკური დახმარება სწავლებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთანხმების სრულ განხორციელებამდე. სტატუსი მისიის ხელშეკრულების შესახებ (SOMA) ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი დახმარება უნდა გაუწიოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის თანამშრომლობის გაგრძელებას ადასტურებს.
Follow us on social media