ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იწყებს სკოლების შორის კონკურსს შიდა ქართლის რეგიონში

30.09.2011

ორშაბათს, 3 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის  რეგიონალური ოფისი იწყებს კონკურსს მისიის საქმიანობის შესახებ შიდა ქართლის რეგიონის 10 სკოლაში. ბავშვები იქნებიან დაყოფილი ჯგუფებად კლასების მიხედვით და შესაძლებლობა ექნებათ აჩვენონ ან წარმოადგინონ რამე, რაც მათი აზრით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაზე მათ შეხედულებას გამოხატავს. თითოეული ჯგუფი თავად წყვეტს, თუ როგორ უნდა გამოხატოს თავისი შეხედულებები საკუთარი თვალსაზრისით. გადაწყვეტილება, თუ რომელი ჯგუფის დასახული ამოცანის ინტერპრეტაცია იყო ყველაზე ინოვაციური და შემოქმედებითი, იქნება მიღებული 10 ოქტომბერს. გამარჯვებული, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი ჯგუფები შეირჩევა სამი ჯგუფიდან თითოეული 10 სკოლიდან. 13 ოქტომბერს ჩატარდება დაჯილდოების ცერემონია შავშვების სკოლაში.

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში