რვა ლექცია ევროპის, ქვეყნებისა და კავშირის შესახებ გამართეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა, ძირითადად გორის რეგიონალური ოფისიდან.
გორის უნივერსიტეტში ორგანიზებული პირველი ლექცია 27 ოქტომბერს გაიმართა. მის თემებს წარმოადგენდა - კავშირის დაფუძნება, საფრანგეთი და გერმანია.
პრეზენტაციას დაახლოებით ასი სტუდენტი ესწრებოდა, რომლებიც მიესალმა მანფრედ მეიერი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის უფროსი. შემდეგი ლექცია, ბენილუქსის ქვეყნების შესახებ, 3 ნოემბერს იქნება.