ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს გაეროს კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად

02.12.2011

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (ესმი) მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას - ,,გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასაძლევად“.

2 დეკემბერს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა უმასპინძლა მაღალი დონის შეხვედრას თბილისში. შეხვედრის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.

(click on image for higher resolution)

ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჯერარდ ა. ფიშერმა, ძალადობას ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ჩვენი დროის ადამიანის უფლებების ყველაზე გავრცელებული დარღვევა უწოდა, რომელიც ანადგურებს სიცოცხლეებს და  აზიანებს საზოგადოებას და განვითარებას აჩერებს. ბატონმა ფიშერმა დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში თეთრი ლენტის წლევანდელი კამპანიის განხორციელების შესახებ. თეთრი ლენტის კამპანია უმსხვილესი გლობალური მოძრაობაა ქალთა მიმართ მამაკაცთა ძალადობის შესაჩერებლად. მისი აზრი პირდაპირია: ლენტის ტარება არის პირადი პირობა, რომ პიროვნება არასოდეს ჩაიდენს ძალადობას ქალთა მიმართ და ასევე არ შეინდობს ასეთ ძალადობას და არ დადუმდება მის შესახებ. ეს პირობა მოიცავს ყველა სახის ძალადობას, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, საჯარო თუ პირადული, მშვიდობიან თუ ომის დროს. კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 300-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომელი, ძირითადად მამაკაცი, აქტიურად მხარს უჭერს კამპანიას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა ასევე მოიცავს პლაკატების კამპანიას საქართველოს ეროვნული რაგბის გუნდის მხარდაჭერით. პლაკატზე გამოსახულია ოთხი ცნობილი რაგბის მოთამაშე, რომელიც იწვევს ყველა პოტენციურ დამნაშავეს - "ქალს ვინც დაუწყო გინება, აბა თუ  შეგვერკინება?!". პლაკატები გავრცელდება პოლიციაში, სკოლებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 
 
გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ევროკავშირი მოელაპარაკა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თეთრი ლენტის კამპანიის მხარდასაჭერის შესახებ.
Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება