11-14 აპრილს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან ადამიანის უფლებებისა და გენდერული საკითხების ექსპერტებს ქალბატონ კატარინა ვალე გრუნდიცს და ბატონ აიმერიკ დიუპონს უმასპინძლა. ქალბატონი ვალე გრუნდიცი და ბატონი დიუპონი მცხეთისა და გორის რეგიონალური ოფისების დამკვირვებლებს ესაუბრნენ, ასევე შეხვდნენ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მისიის სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დასახლებები მოინახულეს. ისინი ამ სფეროში მომუშავე სხვა წარმომადგენლებსაც გაესაუბრნენ. მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში არსებული ევროკავშირის სხვა სტრუქტურებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
ვიზიტის დროს, ბრიუსელიდან ჩამოსული ექსპერტები უფრო კარგად გაეცნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და ზოგადად მოსახლეობისათვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. მოცემულმა ვიზიტმა ასევე ხელი შეუწყო ინფორმაციის გაცვლას ადამიანის უფლებებისა და გენდერული საკითხების შესახებ, რათა აღნიშნული საკითხების მოგვარება მომავალში უფრო ეფექტიანად მოხერხდეს.