ახალი ამბები და სტატიები

პოლონეთის მაღალი რანგის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

27.04.2012
26 აპრილს, პოლონეთის მაღალი რანგის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. დელეგაციას პოლონეთის ეროვნული უშიშროების სააგენტოს უფროსი გენერალი სტანისლავ კოზეი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პოლონეთის ელჩი ურსულა დოროშევსკა, გენერალი კაზიმეჟ სიკორსკი, პოლკოვნიკი რომან ოპალა და სამხედრო ატაშეები აგნეშკა ადამუსინსკა და დანიელ მოკიასი.

სტუმრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანჟეი ტიშკევიჩი მიესალმა. მათ ინფორმაცია მიეწოდათ მისიის მანდატისა და საქმიანობის, უსაფრთხოების მდგომარეობის, ახალი მიღწევებისა და არსებული გამოწვევების შესახებ.

დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად სოფელ ოძისის მახლობლად მდებარე ადმინისტრაციული საზღვრის მიდამოებსაც ეწვია, რათა ევროკავშირის დამკვირვებლების საქმიანობა ადგილე შეესწავლა. შემდეგ, დელეგაცია ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვდა.


Follow us on social media