ახალი ამბები და სტატიები

პოლიციის უფროსი ოფიცრები გერმანიიდან და ჰუმანიტარული ქმედებების ქსელის წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვიენ

25.04.2012
სამშაბათს, 24 აპრილს, გერმანიის პოლიციის აკადემიის დელეგაცია, პოლიციის უფროსი ოფიცრები და ჰოლანდიის გრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟერარ ფიშერმა მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუიარაღებელი სამოქალაქო მისიაა, მის დამკვირვებლებს სხვადასხვა პროფესიული გამოცდილება გააჩნიათ. მათ შორის -  პოლიციური, სამხედრო და სამოქალაქო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ბევრი გერმანელი თანამშრომელი იგზავნება.

სტუმრებს მისიის როლსა და საქმიანობაზე, კონფლიქტის ისტორიასა და უსაფრთხოების კუთხით ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს და ბოლოდროინდელ გამოწვევებს დაეთმო. სანამ სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვარს მოინახულებდნენ, პოლიციელთა დელეგაცია, უფრო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია. ჰუმანიტარული ქმედებების ქსელის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს პოსტკონფლიქტურ საქართველოში განსაკუთრებით ადამიანური უსაფრთხოების მდგომარეობა აინტერესებდათ.

Follow us on social media