ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ბრიუსელში ევროკავშირის ღია კარის დღის ღონისძიებაში მონაწილეობს

14.05.2012
შაბათს, 12 მაისს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსამსახურის თანამშრომლებმა მისია ბრიუსელის ცენტრში "ევროპის დღის" აღსანიშნავად მოწყობილ ყოველწლიურ გამოფენაზე წარმოადგინეს. საჯარო ღონისძიება, რომელსაც საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში შექმნილი ევროკავშირის ყველა მისია ესწრებოდა, 1950 წელს ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების დაფუძნებას აღნიშნავს, რასაც დღევანდელი "ევროპის კავშირის" ჩამოყალიბება მოჰყვა. ყოველწლიურად, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს შენობის არტრიუმში, ღონისძიებას ათასობით ადამიანი სტუმრობს. საზოგადოებას სურს მეტი გაიგოს ევროკავშირისა და მის მიერ მთელს მსოფლიოში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმის შესახებ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიმ სხვა მისიების წარმომადგენლებთან ერთად, თავისი საქმიანობის, ასევე წარსულში მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გამოწვევების ამსახველი ვიდეო ჩანაწერები, ბროშურები და შეტყობინებები წარმოადგინა. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდი ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ, ევროპის საგარეო პოლიტიკის აღმასრულებელმა მდივანმა პიერ ვიმონტმა და ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა და სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა მოინახულა.




Follow us on social media