ახალი ამბები და სტატიები

პრეზენტაცია სკოლაში ბავშვთა უფლებების შესახებ

14.06.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა, ბავშვთა უფლებების შესახებ, სოფელ ზერთის სკოლის მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია გამარტა. სოფელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს.  მეორე-მეხუთე კლასის დაახლოებით 100 მოსწავლე ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილ პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაცია  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც  ყოველი წლის პირველ ივნისს აღინიშნება. ბავშვებმა ღონისძიებით მეტად ისიამოვნეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი რეგულარულად სტუმრობს სკოლებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად და ადგილზე  მისიის  საქმიანობისა და ადამიანური უსაფრთხოების საკითხების შესახებ პრეზენტაციებს აწყობს. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ არის ჰუმანიტარული ორგანიზაცია და ვერ უზრუნველყოფს რაიმე სახის ჰუმანიტარულ დახმარებას, ყოველდღიური პატრულირების პროცესში  შეგროვებული ინფორმაცია იმ ორგანიზაციებს გადაეცემა, რომელთაც დახმარების გაწევა შეუძლიათ.




Follow us on social media