ახალი ამბები და სტატიები

ფინეთის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

15.06.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ფინეთის დელეგაციას უმასპინძლა. 13 ივნისს, ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და კრიზისის მართვის ცენტრის დელეგაციის წევრებს მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი მიესალმა. ამის შემდეგ, სტუმრებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში მისიის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

მომდევნო დღეს, დელეგაცია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის თემაზე გამართულ პრეზენტაციას დაესწრო. გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე მაიკლ აირიშ სტეფენსონმა ადგილზე მისიის დამკვირვებლების საქმიანობა მიმოიხილა. შემდეგ, დელეგაცია პატრულირებაზე გაემგზავრა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ თუ როგორ ანხორციელებენ მისიის თანამშრომლები მიუკერძოებელ სადამკვირვებლო საქმიანობას ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად. 15 ივნისს, დელეგაცია მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია.

მოცემული ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფინურ კონტინგენტს და მათ წარმგზავნ ფინური უწყების წარმომადგენლებს ინფორმაციის გაცვლის საშუალებაც მიეცა. 


Follow us on social media