ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალუმა ოფისმა ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

19.07.2012
2012 წლის 18 ივლისს, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრნენ, რათა ადგილზე გაცნობოდნენ უსაფრთხოების მდგომარეობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ნორმალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. გარდა ამისა, სადამკვირვებლო ჯგუფის წევრებმა ბრიტანეთის დელეგაციას 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად შექმნილი ვითარება გააცნეს. საუბარი იყო თუ რა გავლენას ახდეს არსებული მდგომარეობა ადგილობრივ მოსახლეობაზე. მოცემულ კონტექსტში განიხილეს ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა.


Follow us on social media