ახალი ამბები და სტატიები

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი მაღალი ნდობა რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია"

31.10.2012
30 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ერიკ ოვრე თურშჰაუგი, დელეგაციის თანხლებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. სტუმრებს მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა უმასპინძლა. საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, დელეგაციას უსაფრთხოების მდგომარეობასთან, მისიის მანდატთან, მის მუშაობასა და უახლეს გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს. ბატონმა თურშჰაუგმა პოზიტიურად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ადგილზე განხორციელებული საქმიანობა და განაცხადა, რომ მისიის მიმართ არსებული მაღალი ნდობა სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელ რეგიონში.


Follow us on social media