ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია

06.11.2012

6 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტიშკევიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს მაია ფანჯიკიძეს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

მისიის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება ის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც სამინისტროსთან მისიას კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ჰქონდა. მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მის მიერ ადგილზე განხორციელებული საქმიანობისათვისმადლობა გადაუხადა და დადებითად შეაფასა შეუიარაღებელი დამკვირვებლების მუშაობა, რომლებიც სტაბილურობას უწყობენ ხელს. ქალბატონმა ფანჯიკიძემ ასევე ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებულ ობიექტურ ანგარიშებს წარადგენს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობის საკითხიც დაისვა.

 

Follow us on social media