1
ნოემბერს
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის ხელმძღვანელი
ელჩი
ტიშკევიჩი
რეინტეგრაციის
საკითხებში სახელმწიფო
მინისტრს
პაატა
ზაქარეიშვილს შეხვდა
.
მინისტრმა
ხაზი
გაუსვა
კონფლიქტის
მოგვარების
პროცესში
ჟენევის
საერთაშორისო
მოლაპარაკებების
მნიშვნელობას
და
დადებითად შეაფასა
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის
როლი
ადგილზე
სტაბილურობის გაუმჯობესების პროცესში.
ბატონი ზაქარეიშვილის თქმით სამინისტრო უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს მისიასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმობა.