ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ თბილისში 10 დეკემბერს ორგანიზებულ ყოველწლიურ საქველმოქმედო საშობაო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მრავალრიცხოვან ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთსა და თბილისში არსებული საელჩოების მიერ წარმოდგენილ პროდუქციას შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდი წელსაც მეტად პოპულარული და წარმატებული იყო. ასობით სტუმარმა მიიღო ინფორმაცია მისიის საქმიანობის შესახებ და შეავსო კითხვარი მისიის შესახებ, რომლის მეშვეობითაც მისიის სხვადასხვა სუვენირის მოგება იყო შესაძლებელი.