ახალი ამბები და სტატიები

ლიტვის დელეგაცია ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვია

13.12.2012
12 დეკემბერს ლიტვის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია. დელეგაციაში შედიოდნენ ლიტვის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ზილვინას ტომკუსი, ლიტვის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩეველი ასტა სიდლაუსკიენე, საქართველოში ლიტვის საელჩოს თავდაცვის ატაშე დონატას კატილიუსი, საქართველოში ლიტვის საელჩოს თანამშრომელი დეივიდას კარტენისი და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსთან პარტნიორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი რუტა რუდინსკაიტე. 

სტუმრებს რეგიონალური ოფისის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შემდეგ ისინი მისიის სადამკვირვებლო ჯგუფს ოძისში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაჰყვნენ. დელეგაციას ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების მდგომარეობაზე გამახვილდა. 

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

მისიის ხელმძღვანელი 8 მარტის შესახებ
მისიის ხელმძღვანელი მესამე არხს ესაუბრება