ახალი ამბები და სტატიები

ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

09.01.2013

9 იანვარს ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  ტენ ბრუკე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. მისიის სათავო ოფისში მას მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა უმასპინძლა და მიაწოდა ინფორმაცია როგორც მისიის როლისა და მუშაობის, ასევე ადმინისტრაციულ საზღვრებთან არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ. "მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს თავისი მანდატის განხორციელებას", განაცხადა ბატონმა ბრუკემ. "ჩემი ქვეყანა მხარს უჭერს იმ დადებით მუშაობას, რომელსაც მისია ანხორციელებს, რათა შეინარჩუნოს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება". ბატონი ბრუკეს ვიზიტის მიზანს 2008 წელს დაარსების შემდეგ მისიის განვითარების ნახვა წარმოადგენდა. მისიის სათავო ოფისში საფუძვლიანი ბრიფინგისა და დისკუსიის შემდეგ ბატონი ბრუკე ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია, სადაც მას და ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, პიტერ ლანგენბერგს მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონალური  ოფისის საქმიანობის შესახებ, რის შემდეგაც ისინი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელ ოძისში მისიის სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად რთული ამინდის პირობებში განხორციელებულ პატრულირებაზე გაემგზავრნენ.  


Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში