ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარის და სამეგრელო - ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსს შეხვდა

07.02.2013
7 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების გუნდი  შეხვდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარის და სამეგრელო - ზემო სვანეთის სამმართველოს ახლად დანიშნულ უფროსს ირაკლი კოჩუას.  
შეხვედრაზე განმარტებული იყო, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და არ უზრუნველყოფს  ჰუმანიტარული დახმარების გაწევას; ადგილზე პატრულირებისას დამკვირვებლები აგროვებენ ინფორმაციას დევნილთა და სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო საკითხებზე, განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია შემდეგ გადაეცემა ორგანიზაციებს, რომელსაც შეუძლია საჭირო დახმარების აღმოჩენა - მაგალითად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.

"დამკვირვებლები ესაუბრებიან ადგილობრივებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არქივი)"

Follow us on social media