ახალი ამბები და სტატიები

ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

25.02.2013
21 თებერვალს თბილისში ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია. რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მეტ უოტლიმ სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მისიის მანდატის, პრიორიტეტებისა და ადგილზე ჩატარებული საქმიანობის შესახებ. პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ოძისში პატრულირებაზე გაემგზავრა. ადმინისტრაციულ საზღვარზე ნდობის აღდგენის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა სტუმარს  საერთო უსაფრთხოების მდგომარეობის და გადაადგილების თავისუფლების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პატრულირების დროს ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც ესაუბრა.

Follow us on social media