ახალი ამბები და სტატიები

„დამკვირვებლის“ მე-8 გამოცემა უკვე ხელმისაწვდომია!

13.09.2019
გამოცემა ეძღვნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფებს. სამივე რეგიონალურ ოფისს ჰყავს ადამიანის უსაფრთხოების სპეციალური ჯგუფი, რომელიც ძირითადად 5-7 დამკვირვებლისგან შედგება. ისინი აკვირდებიან მათ კონკრეტულ სამოქმედო რაიონში კონფლიქტისგან დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. 

მისიის მუშაობის პირველი დღიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფქლიტისგან დაზარალებული ადგილობრივი  მოსახლეობის საჭიროებების და ყოველდღიური გამოწვევების იდენტიფიცირება იყო პრიორიტეტული. „ნორმალიზაცია“- რაც ნიშნავს იმ ცხოვრების დაბრუნებას, რომლითაც კონფლიქტისგან დაზარალებული მოსახლეობა ცხოვრობდა და რომელიც კონფლიქტმა შეწყვიტა ერთ-ერთია მისიის მანდატის 4 საფუძვლიდან.  

იხილეთ მეტი ახალ გამოცემაში, რომელიც გვიყვება  ჩვენს  თანამშრომლებზე, რომლებიც აკვირდებიან და  მოხსენებას აკეთებენ ამ საკითზე  ყოველდღე როგორც სათავო ოფისში, ისე რეგიონალურ ოფისებში მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამოცემა „დამკვირვებლის“ მიზანია გააცნოს საზოგადოებას საქართველოში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო საზოგადოებას-ფართო და კონკრეტულ ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ. 

გადადით ამ ბმულზე ახალი 12 გვერდიანი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „დამკვირვებლის“ სანახავად

ყველა წინა გამოცემა იხილეთ აქ 


Follow us on social media