ახალი ამბები და სტატიები

მისიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო სტრატეგიის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია

18.10.2019
17 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე, ქ-ი იაანა ნაპა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას  ეწვია. ქ-ნი ნაპა კადეტებს საქართველოში მისიის ყოფნის მნიშვნელობისა და ადგილზე სტაბილური უსაფრთხოების მდგომარეობის შენარჩუნებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ესაუბრა.  

ლექციის განმავლობაში ქ-მა ნაპამ მოკლედ მიმოიხილა მისიის ისტორია და მისი მუშაობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ. განსაკუთრებული ყურადღება გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების ფუნქციასა და მისიის ხელშეწყობით სატელეფონო ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხზე გამახვილდა. როგორც ცხელი ხაზი, ასევე  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებებია მხარეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად და ადგილზე დაძაბულობის შემცირების მიზნით.

საინტერესო ლექციას მომხსენებელსა და კადეტებს შორის მოსაზრებების გაცვა-გამოცვლა მოყვა, რომელთაც სურდათ უფრო მეტი გაეგოთ ქ-ნი ნაპას, როგორც ესტონეთში პოლიციის ოფიცრის, გამოცდილების შესახებ.



შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კადეტები ლექციის დაწყებამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას მისიის ინფორმაციული ბროშურების მეშვეობით გაეცნენ


ქ-ნი იაანა ნაპა, მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე, მისიის თარჯიმნის, ქალბატონი ეკატერინე სოსელიას მხარდაჭერით,  კადეტთა ჯგუფს საკუთარ თავს და ლექციის თემას წარუდგენს


ქალბატონი იაანა ნაპა კადეტებს მისიის მანდატის მთავარ ამოცანებს უხსნის


შინაგან საქმეთა სამინისტროს კადეტები ყურადღებით უსმენენ პრეზენტაციას


Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში