ახალი ამბები და სტატიები

გაეროს უსაფრთოების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის მე-19 წლისთავი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კიდევ ერთხელ უცხადებს სრულ მხარდაჭერას ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების გეგმის სრულ განხორციელებას.

31.10.2019

მიღებიდან გასული 19 წლის განმავლობაში,   გაეროს უსაფრთხოების საბჭოს   რეზოლუცია 1325 ქალების, მშვიდობის და უსაფრთოების შესახებ ყურადღებას აპყრობდა კონფლიქტის გავლენას ქალებსა და გოგოებზე, ხაზგასმით აღნიშნავდა ქალების სრული ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტების გადაწყვეტის და მშვიდობის მშნებელობის პროცესებში.

გეგმა ქალების, მშვიდობის და უსაფრთოების შესახებ თანხვედრაში მოდის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეულ სამუშაოსთან, მისი მანდატის მიხედვით, რომლის ყურადღებაც მიმართულია პოსტ-კონფლიქტური სტაბილიზაციის, ნორმალიზაციის და ნდობის აღდგენის საკითხებისკენ. 1325 რეზოლუციის და მისი თანმდევი რეზოლუციების მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახდენს გენდერული საკითხების ინტეგრირებას მისიის საქმიანობს სხვადასხვა ასპექტში. მათ შორისაა: დაგეგმვა, მონაცემთა შეგროვება, ანალიზი, ანგარიშგება და დაკვირვება. ქალთა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ქალების სრული, თანაბარი მონაწილეობის გაზრდა მისიის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია.

მისია აკვირდება პოსტ-კონფლიქტურ განვითარებას საქართველოში, მათ შორის ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რეზოლუციის შესახებ, ქალების ჩართულობაზე კონფლიქტის გადაწყვეტის მექანიზმებში, ისევე როგორც გენდერული ნიშნით ძალადობის შემთხვევებზე და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე.

„გენდერული თანასწორობა და ქალების თანაბარი მონაწილეობა არის საკვანძო საკითხები კონფლიქტის ეფექტური გადაწყვეტის, ასევე მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებაში“-აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რჩება ერთგული გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რეზოლუციის სრული განხორციელების, გენდერული საკითხების წინ წამოწევით მისიის სადამკვირვებლო საქმიანობის ყველა ასპექტში და გენდერული ბალანსის ზრდისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმით.“

დღეისათვის ქალები წარმოადგენენ მისიის საერთაშორისო თანამშრომლების 25% და ადგილობრივი თანამშრომლების 60%. ქალთა წარმომადგენლობის ზრდა მისიაში  საბოლოოდ დამოკიდებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანათა მიერ მეტი ქალი კანდიდატის მოვლინებაზე. ამის მიუხედავად, მისიამ შეიმუშავა ზომები გენდერული ბალანსის გასაზრდებლად ისეთი ქმედებებით როგორებიცაა სამუშაოს აღწერილობების გადახედვა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი შეიცავენ გენდერულად ნეიტრალურ ლექსიკონს და მოუწოდებენ ქალებს სამსახურის დაკავების მცდელობისკენ.

გენდერული საკითხის ეფექტურად წინ წამოწევისკენ ნაბიჯის გადასადგმელად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს ყოვლისმომცველი გენდერულის სამოქმედო გეგმის მიღებაზე, რომლის მიხედვითაც  წარმართავს როგორც შიდა ისე გარე საქმიანობას საკუთარი მანდატის განხორციელების ყველა საკითხში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება,   ახლახანს მიღებულ, ევროკავშირის სამოქმედო გეგმას ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რეზოლუციის და მისი თანმდევი რეზოლუციების სრული განხორციელების მეტი ხელშეწყობისთვის ევროკავშირის ყველა ინსტიტუციაში. მდგრადი მხარდაჭერა, გაზრდილი შესაძლებლობები და გენდერული საკითების მიმართ გულისხმიერი ხელმძღვანელობა არის საფუძველი ქალების, მშვიდობის და უსაფრთოების გეგმის განხორცილების გაძლიერებისთვის ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაში და არა მხოლოდ.

 

 

იხილეთ ასევე:

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 2018 წლის გენდერული ინტერგაციის შეფასება-დაგროვებული გამოცდილება

ევროკავშირის სამოქმედო გეგმა ქალებზე, მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე


 

გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, ქ-ნი მიჰაელა გერასიმი (ცენტრში) აჩვენებს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ქ-ნ ქეით ფეირონს და სამოქალაქო ოპერაციების მეთაურის მოადგილეს/შტაბის უფროსს ბირგიტ ლოესერს (მარცხნივ) „ბორდერიზაციის“ ნიშნებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე  

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები აკვირდებიან „ბორდერიზაციის“ ნიშნებს კოდა/კობის რაიონში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს

Follow us on social media
ვინ ვართ და რას ვაკეთებთ

ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან
მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუ ტვ 9 ის ეთერში