ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 16 დღიანი აქტივიზმის კამპანია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობს

29.11.2019

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ორშაბათს, ქალების წინააღმდეგ ძალადობის უარყოფის საერთაშორისო დღეს დაიწყო 16 დღიანი აქტივიზმის კამპანია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ.

კვირის განმავლობაში მისიამ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ღონისძიებაში დასახლებებში, სადაც ძირითადად ვსაქმიანობთ-აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ.

არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო აქტივიზმი და თანასწორობის ცენტრი“ და ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ორგანიზებით განმუხურში ფორუმის თეატრის ინოვაციური წარმოდგენა მოეწყო, რომელშიც ყურადღება გამახვილებული იყო გენდერული ნიშნით ძალადობასა და გენდერულ უთანასწორობაზე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩაატარა რამდენიმე ღონისძიება სკოლებში, მათ შორის კოკში, ანაკლიაში, ოძისში და ფახულანში. სკოლებში ინტერაქტიულმა პრეზენტაციებმა, მოზარდებს შორის გენდერული ნიშნით ჩაგვრაზე და სტერეოტიპებზე დისკუსია გამოიწვია.

სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ასპექტია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაში. გორის რეგიონალურმა ოფისმა და სათავო ოფისმა, იძულებით გადაადგილებულ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობის’’ წარმომადგენელ იულია ხარაიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარეს მრგვალი მაგიდის დისკუსია, რომელიც ფოკუსირებული იყო ქალთა პირადი და ეკონომიკური უსაფრთხოების გამოწვევებზე შიდა ქართლის რეგიონში გენდერული ნიშნით ძალადობის კუთხით.

ამ კვირაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად ავრცელებდა ახლად შექმნილ საინფორმაციო ბუკლეტებს, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის  სიახლოვეს არსებული მნიშვნელოვანი სერვისების შესახებ გენდერული ნიშნით ძალადობისგან დაზარალებულთათვის. #OrangetheWorld გლობალური კაპანიის ფარგლებში, მისიამ დაარიგა ასობით ნარინჯისფერი ლენტი რომელთა ტარებაც აღნიშნავს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო განაგრძობს 16 დღიანი კამპანიის მხარდაჭერას, 10 დეკემბრამდე როდესაც ადამიანის უფლებების დღე აღინიშნება.

 

  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები მისიის სათავო ოფისში, 25 ნოემბერს კამპანიის დაწყების დღეს

 

მცხეთის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები 16 დღიანი აქტივიზმის მხარდაჭერას გამოხატავენ

 

ზუგდიდის რეგიონალური ოფისი უერთდება #OrangetheWorld კამპანიას- ყველა თანამშრომლის საერთო ფოტო კამპანიის დაწყების დღეს

კვირის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები წერდნენ გზავნილებს ინტერაქტიულ პოსტერებზე, სათავო და რეგიონალურ ოფისებში გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად

კვირის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები წერდნენ გზავნილებს ინტერაქტიულ პოსტერებზე, სათავო და რეგიონალურ ოფისებში გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად

მისიის სათავო ოფისმა მოაწყო #OrangeTheWorld საუზმე თანამშრომლებისთვის როგორც კამპანიის დასაწყისის ნაწილი 25 ნოემბერს, ქალების წინააღმდეგ ძალადობის უარყოფის საერთაშორისო დღეს

ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა, განმუხურის სკოლაში ინოვაციური ფორუმის თეატრალური წარმოდგენის ორგანიზება უზრუნველყო

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მოაწყო მრგვალი მაგიდის დისკუსია გენდერული ნიშნით ძალადობაზე და ადამიანურ უსაფრთხოებაზე შიდა ქართლში

ზუგდიდის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებმა კოკის სკოლაში,  ჩაატარეს ინტერატიული პრეზენტაცია გენდერული ნიშნით ძალადობაზე, საზიანო გენდერული სტერეოტიპებზე და გენდერულ ჩაგვრაზე

მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი აქტივიზმის ფარგლებში ჩაატარა გასვლითი ღონისძიება ოძისის სკოლაში

გორში ჩატარებულმა მრგვალი მაგიდის დისკუსიამ შეკრიბა ქალთა უფლებების დამცველები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და კონფლიქტით დაზარალებული ქალები ადამიანური უსაფრთხოების და   გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხების განსახილველად შიდა ქართლში.   მარცხნიდან (ზედა რიგი): მაია სერკოვსკა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი, დამკვრვებელი/გენდერულ საკითხებზე საკონტაქტო პირი; ანა იმნაძე გორის უნივერსიტეტი; ქეთი ბებიაშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; ეკა სუხიშვილი გორის მერის ყოფილი მოადგილე; მიჰაელა გერასიმი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის უფროსი; თეა წითელაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გენდერულ საკითხებზე საკონტაქტო პირი; ნატალია ელოშვილი პოლიციის ოფიცერი; რუსუდან ჯაფარიძე; სინი რამო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გენდერული საკითხების მრჩეველი;  ქვედა რიგი:ნუნუ კაპანაძე ბერშუეთიდან; იულია ხარაიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობა“; ლამარა შაყულაშვილი გორის თავშესაფრის ხელმძღვანელი

მისიის ხელმძღვანელმა,  ერიკ ჰოეგმა მიმართა მისიის სათავო ოფისის თანამშრომლებს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი აქტივიზმის  კამპანიის დასაწყისის ფარგლებში

Follow us on social media