ახალი ამბები და სტატიები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეაფასეს ფუნქციონალური თანამშრომლობა

03.12.2019

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩაატარა ინფორმაციის გაცვლითი შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებასთან. შეხვედრა შედგა რათა 2015 წლის ტექნიკურ შეთანხმებაზე დაყრდნობით შეფასებულიყო ფუნქციონალური თანამშრომლობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის.

მისიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს გააცნო ევროკავშირის მისიების მიზანი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი და ძირითადი საქმიანობა. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა გამოთქვა კმაყოფილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ტექნიკური შეთანხმების ფარგლებში სამუშაო ურთიერთობის მიმართ, და ხაზი გაუსვა ეფექტური ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობას.

 

ევროკავშირის სადამკვირვებლი მისიის ხელმძღვანელი - ერიკ ჰოგი (მარცხნივ) და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე  - ქეით ფ იე რონი (ცენტრში) უსმენენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეზენტაციას

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი (ცენტრში) და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი -  ერიკ ჰოგი (მარჯვნივ) პრეზენტაციის მსვლელობის დროს

Follow us on social media