ახალი ამბები და სტატიები

ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა აუხსნა მისიის მანდატი სომხურ მოსახლეობას ახალქალაქში

05.12.2019

4 დეკემბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპიკერი/პრესის და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ბატონი დესმონდ დოილი ეწვია ახალქალაქს, საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სადაც შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ბატონმა დოილმა ჩაატარა პრეზენტაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში 11 წლიანი მუდმივი არსებობის დროს გაწეული საქმიანობის შესახებ. პრეზენტაციის დაწყებამდე, ბატონმა დოილმა გააცნო აუდიტორიას მისიის ვებ გვერდის ვერსია სომხურ ენაზე და გაუშვა მისიის ახლად გადაღებული მოკლე ვიდეო სიუჟეტი „ერთი დღე დამკვირვებლის ცხოვრებიდან“ სუბტიტრებით სომხურ ენაზე.

თავის პრეზენტაციაში, ბატონმა დოილმა ხაზი გაუსვა მისიის როლს სტაბილურობის ხელშეწყობაში, ყურადღება გაამახვილა მისიის მუშაობის მიუკერძოებლობის პრინციპზე  მათ შორის ანგარიშგების კუთხით. ბატონმა დოილმა ასევე გააცნო შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გამოცემა „დამკვირვებელი“ და დაურიგა მონაწილეებს მისი N7 და N8 გამოცემები სომხურ ენაზე.

იმავე დღეს, პრეზენტაციამდე  ბატონმა დოილმა ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელეკომპანია ატვ12-ს, რომელიც ეთერში იმავე დღეს გავიდა სომხურ ენაზე.  თავის ინტერვიუში ბატონმა დოილმა ისაუბრა ევროკავშირის დამკვირვებელთა ყოველდღიურ საქმიანობაზე, რომლებიც ევროკავშირის 28-ვე წევრ ქვეყანას წარმოადგენენ.


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპიკერი აძლევს ინტერვიუს ადგილობრივ ტელეკომპანია ატვ12-ს

ღონისძიების მონაწილეები უყურებენ მისიის ახალ მოკლე ვიდეოს სუბტიტრებით სომხურ ენაზე

ბატონი დოილი ხსნის მისიის მანდატის ძირითად საფუძვლებს აუდიტორიისთვის

ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან პრეზენტაციას

Follow us on social media